სიახლე
გამოგვყევი
ონლაინ დახმარება

ავტორიზაცია

სიახლე -ზე.

მალე:

ყველა კატეგორია

ავტო ნაწილები ბავშვებისათვის ვიდეო თამაშები & კონსოლები ზოო პროდუქცია კომპიუტერული ტექნიკა მობილური ტელეფონები & აქსესუარები მუსიკა მუსიკალური ინსტრუმენტები საათები სათამაშოები & ჰობი
ასაწყობი სათამაშოები ბურთები, ფრიზბი & ბუმერანგები გამჭვირვალე & ფერადი ბურთულები დრონები თამაშები კლასიკური სათამაშოები მანქანები, თვითმფრინავები, გემები & ძრავები მატარებლები მოდელები & კომპლექტი მოქმედებითი / მოძრავი მცირე წლოვნებისთვის რობოტები, მონსტრები, კოსმოსური მხეცები საბავშვო დისტანციური მანქანები საბავშვო სატერფულიანი მანქანები საბითუმო გაყიდვები საგანმანათლებლო სათამაშო ჯარისკაცები საპნის ბუშტები სატელევიზიო & ფილმის პერსონაჟები სწრაფი კვების სათამაშოები ფაზლები, თავსატეხები, რუბიკის კუბები ფუმფულა / ბეწვის სათამაშოები ცნობილი ცხოველები ძველებური & ანტიკვარული სათამაშოები საბითუმო გაყიდვები
სამკაულები სამომხმარებლო ელექტროტექნიკა სახლი და ეზო სპორტული საქონელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ფოტო და ვიდეო კამერები წიგნები ჯანმრთელობა და სილამაზე

იცით რა არის GROW BOX ?!

ტარიელ მარაქველიძე
516

წაკითხვა

მოწონება

ბლოგერი : ტარიელ მარაქველიძე

როგორ ავაწყოთ Grow Box?

რა დეტალებზე გავამახვილოთ ყურადრება?

რას ფიქრობთ? რა იქნება იმაზე უკეთესი თუ ყოველთვის ხელთ გექნებათ თქვენს მიერ მოყვანილი ახალი მწვანილეული ანდაც კიტრი და პომიდორი. დიახ, არ მოგესმათ ამ მოწყობილობის დახმარებით ქალაქის ბინაში ეს ყველაფერი შესაძლებელია.

"გროუ ბოქსი" გახლავთ სრულიად ან ნახევრად დახურული სისტემა მცენარეების მცირე ტერიტორიაზე გასაზრდელად. მას რამოდენიმე დანიშნულება აქვს, ესენია: 1. გარე ტერიტორიის (ბაღის ან ბოსტნის) არ არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნება მცენარეების გაზრდა, 2. ყვავილების ან თუნდაც ბუჩქისებრი მცენარეების სახლის პირობებში გამოსაზამთრებლად, როდესაც გარეთ ცივი ამინდია. Grow Box ტემპერატურის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, 3. ისეთი მცენარეების გასაზრდელად, რომელთაც ბევრი ბუნებრივი მტერი ჰყავს და მუდმივ ზრუნვას საჭიროებენ.

იბიჯი-ს ონლაინ კატალოგში თქვენ შეხვდებით, როგორც უკვე აწყობილ Grow Box-ებს (I მოდელი და II მოდელი) ისე მის შესაქმნელად საჭირო ნაწილებს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ უკანასკნელზე ვისაუბრებ. ჩემი აზრით, ამ მოწყობილობის საკუთარი ხელით აწყობა უფრო საინტერესო და შემეცნებითი იქნება.

1. ყუთი

პირველი და ყველაზე მთავარი რაც "გროუ ბოქს-ის" ასაწყობად დაგჭირდებათ ესაა ყუთი იგივე Grow Tent -ი. პირველ რიგში ჩამოყალიბდით რა ტიპის მცენარის მოყვანას აპირებთ?! აქედან გამომდინარე შეარჩიეთ ყუთის ზომებიც - ამ კატალოგში ყველანაირი ტიპის მოდელებს შეხვდებით.

მაგალითისთვის მინდა შემოგთავაზოთ VIVOSUN Tent, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით, დამზადებულია 600D Canvas მატერიალისგან, აქვს მოსახერხებელი დიზაინი, სწრაფად იწყობა და იშლება, ელვაშესაკრავებიანი ფანჯრები კი საშუალებას გაძლევთ მიკროკლიმატის დარღვევის გარეშე აკონტროლოთ თქვენი მცენარეები. ყუთს ასევე აქვს სხვადასხვა გაგრილებისა თუ სანათი მოწყობილობების დასამონტაჟებელი ადგილები.

2. განათება